ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის ჩატარება მიზნად ისახავს: ექსპორტის მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლებას/გადამზადებას, ექსპორტიორი ან ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადებას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას და წარმოების განვითარებას.
აღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევს ექსპორტის მენეჯერებს აიმაღლონ ცოდნა და განავითარონ საჭირო უნარ-ჩვევები აღნიშნული მიმართულებით. სასერტიფიკატო კურსი ხორციელდება ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან პარტნიორობით და მოიცავს 14 მოდულს. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა პროგრამის წარმატებით გავლის სერტიფიკატი.
კურსის ჩატარება იგეგმება ქალაქ თბილისში, აპრილი-ივნისის პერიოდში.
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის განხორციელების შემთხვევაში, მსმენელის თანამონაწილეობა ერთ კვალიფიციურ აპლიკანტზე შეადგენს 250 ლარს.
არასაკმარისი მომართვიანობის შემთხვევაში, კურსი არ შედგება.
რეგისტრაციის პერიოდი:
დაწყება: 05 თებერვალი 2026 14:00:00
დასრულება: 27 თებერვალი 2026 23:55:00